ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყნის ახალი მთავრობა წარადგინა

ლიბანის ფრაქციებმა ახალი მთავრობა შექმნეს და ამით ის 13-თვიანი ჩიხი დაასრულეს, რამაც ქვეყანა ფინანსურ ქაოსსა და სიღარიბეში ჩაძირა.

24 მინისტრისგან შემდგარი ახალ კაბინეტი, რომელსაც მილიარდერი ბიზნესმენი ნაჯიბ მიქატი უხელმძღვანელებს, პრეზიდენტის ოფისმა წარადინა.

გამოცემა France24-ი წერს, რომ ბიზნესმენ მიქატის, რომელიც ლიბიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, ახალი მთავრობის ფორმირება ივლისში დაავალეს. მას ლიბიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2005 წელს და 2011-2013 წლებში ეკავა.

ლიბანი სრულად უფლებამოსილი მთავრობის გარეშე ბეირუთის პორტში, 2020 წლის 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ იყო. ტრაგიკულმა აფეთქებამ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ჰასან დიაბის მთავრობა აიძულა, გადამდგარიყო. იმ დროის შემდეგ ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები ახალი მთავრობის ფორმირებაზე ვერ თანხმდებოდნენ, რამაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს