ისრაელის პოლიციამ ციხიდან გაქცეული 6 პალესტინელიდან 4 დააკავა

ისრაელის პოლიციამ მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული ექვსი პალესტინელი მსჯავრდებულიდან ოთხი დააკავა, - ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის პოლიციის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაქცეულები არაბულ სოფელში სატვირთო ავტომობილების სადგომზე იმალებოდნენ. ექვსი პალესტინელი მსჯავრდებული მკაცრი რეჟიმის ციხიდან გასული კვირის დასაწყისში, მათ მიერ გათხრილი გვირაბის საშუალებით გაიქცა. ხუთი მათგანი ისლამური „ჯიჰადის“ წევრია, ერთი კი - „ფათჰას“ პარტიის „ალ-აქსას მოწამეთა ბრიგადის“ ყოფილი მეთაური. ექვსივე მამაკაცი ნასამართლევია ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვის ან განხორციელებისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს