იტალიის კუნძულზე ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა

იტალიის კუნძულ პანტერელიას ტორნადომ გადაუარა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია. გრიგალმა ამოატრიალა მანქანები, მოგლიჯა სახურავები. ერთ-ერთი მაშველი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ „აპოკალიფსური“ სცენა იხილა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან იმისთვის, რომ დაშავებულები ვერტმფრენით ქალაქ პალერმოს საავადმყოფოებში გადაიყვანონ. ხმელთაშუა ზღვის კუნძული პანტელერია ცნობილია ვულკანური კლდეებითა და ცხელი წყაროებით. ის ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ადგილია.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
იტალიის კუნძულზე ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა

იტალიის კუნძულ პანტერელიას ტორნადომ გადაუარა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია. გრიგალმა ამოატრიალა მანქანები, მოგლიჯა სახურავები. ერთ-ერთი მაშველი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ „აპოკალიფსური“ სცენა იხილა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან იმისთვის, რომ დაშავებულები ვერტმფრენით ქალაქ პალერმოს საავადმყოფოებში გადაიყვანონ. ხმელთაშუა ზღვის კუნძული პანტელერია ცნობილია ვულკანური კლდეებითა და ცხელი წყაროებით. ის ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ადგილია.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს