კახა კალაძე კითხვაზე, ეშინია თუ არა ოპონენტებთან დებატების - შიშით ფეხები მიკანკალებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერობის სხვა კანდიდატებთან ოთხი ტელევიზიის მიერ შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპონენტების შეფასებით, კალაძეს მათთან დებატების ეშინია, კალაძემ განაცხადა: “შიშით ფეხები მიკანკალებს”.

კახა კალაძის თქმით, მისთვის გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას კანდიდატურა სხვა კანდიდატებისგან არ განსხვავდება.

“მზად ვარ დებატებისთვის, თვარმეტივე თუ თექვსმეტივე დადგეს, ნეიტრალურ ტელევიზიაში “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ იყვნენ წარმოდგენილები. ესენი არავისგან განსხვავდებიან, არც რიჩარდისგან, არც რეიტინგებით, არაფრით განახვავდებიან, არც თავინთი წარსულით, არც აწმყოთი ან მომავლით“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ტელეკომპანია - „ფორმულა“, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, დედაქალაქის მერობის კადიდატებს, კერძოდ, ნიკა მელიას, გიორგი გახარიას და კახა კალაძეს დებატებისთვის 28 სექტემბერს, 22:00 საათზე ეთერს სთავაზობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა