"ლელომ" ოზურგეთის მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა

„ლელო" აგრძელებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას და მოსახლეობას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის, მაკვანეთის, ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტოგო ჭელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმათის, სილაურის, ბაილეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ჩხარტიშვილი წარუდგინა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, 2 ოქტომბერს ქვეყანას სერიოზული არჩევანი აქვს გასაკეთებელი და აუცილებლად უნდა შევცვალოთ ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება, რადგან "კიდევ 4 წელი ისევ დღევანდელი მთავრობის ხელში ვერ ვიქნებით".

„თვითმმართველობის გაჯანსაღება არის სერიოზული ამოცანა და ამ არჩევნებში „ლელო" იტყვის თავის სათქმელს. ამის წინაპირობა კი არის კანდიდატების ის სერიოზული გუნდი რომელიც ჩვენ გვყავს. ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიული სიის წარმომადგენლები, არიან ადამიანები, რომელიც ქვეყნის სამსახურში ყოფნის პასუხისმგებლობით დაიტვირთა და რომელიც თავს აუცილებლად კარგად გაართმევს. დარწმუნებული ვართ, რომ იმ გამოცდილებას, რომელიც წინა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა გუნდის სასიკეთოდ გამოიყენებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ადგილობრივებს მიმართა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის, მაკვანეთის, ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტოგო ჭელიძემ.

„წინა და მოქმედი ხელისუფლების საქმეების გარჩევაში არ უნდა დავკარგოთ ის დრო, რომელიც შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის დავხარჯოთ. სამწუხაროდ, ამ დაპირისპირების მორევში დაიკარგა მთავარი, იმის გააზრება თუ რას ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობა და რას უნდა ემსახურებოდეს იგი. ჩვენი გუნდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იქნება ის ძალა, რომელიც 24 საათიან კომუნიკაციაში იქნება ხალხთან, მოისმენს მათ პრობლემებსა და რჩევებს, შემდეგ კი გაატარებს საკრებულოში და დაიცავს მათ კანონიერად", - განაცხადა ტოგო ჭელიძემ

„ლელო საქართველოსთვის" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარტიული სია ასე გამოიყურება:

  1. ტოგო ჭელიძე
  2. გიორგი ბოლქვაძე
  3. ნინო საჯაია
  4. ზაზა ჩხარტიშვილი
  5. გიზო გრძელიძე
  6. ანნ აცეცხლაძე
  7. დიმიტრი ცეცხლაძე
  8. მერაბ ღლონტი
  9. ეთერ გელაშვილი
  10. ჯემალ გოგუაძე
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს