პარტია „საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა, რომელსაც მოცეკვავე მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარდამჭერთა გუნდისთვის სპეციალური სივრცე უზნაძის 4 ნომერში მოეწყო და მხარდამჭერთა გუნდის მონაწილეობით თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართება.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარდამჭერთა გუნდში მოქალაქეებს დარეგისტრირება დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლებათ და ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია : https://forgeo.ge/ka/register.