სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 453 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 002-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 248 850 პირი დაინფიცირდა. ქვეყანაში ამჟამად 11 300-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.