ალექსანდრე ლუკაშენკო - რუსეთი ბელარუსს მილიარდზე მეტის ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის - მადლიერი ვარ

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთთან შეთანხმებულია 2025 წლამდე შეიარაღების მიწოდების საკითხი, რომლის საფასური მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„მე მადლიერი ვარ რუსეთის ხელმძღვანელობის იმისთვის, რომ მათ შეათანხმეს შეიარაღების მთელი ჩამონათვალი, რომლებიც 2025 წლამდე აქ იქნება. ეს მართლაც, ათეულობით თვითმფრინავია. მათი ნაწილი უკვე ჩვენთან არის. ეს არის ვერტმფრენები - რამდენიმე ათეული ТОР-М2. დიდი მოცულობებია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენც და რუსეთიც სერიოზულად აღვიქვამთ დასავლურ მიმართულებას, სადაც ჩვენ ვართ უშუალო შეხებაში ნატოს ჯარებთან“ , - განუცხადა ჟურნალისტებს ლუკაშენკომ.

მას, თავდაპირველად, თანხის დასახელება არ სურდა, თუმცა, მიანიშნა, რომ შეიარაღების ფასი მილიარდ დოლარს აჭარბებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა