"თალიბანი" - ქალებს უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა კლასები გაყოფილი იქნება

მოძრაობა ,,თალიბანის“ განათლების ახალი მინისტრის აბდულ ბაქი ჰაქანის განცხადებით, ქალებს ავღანეთში უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა კლასები გაყოფილი იქნება და დაწესებული ისლამური ჩაცმის სტილის დაცვა სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მინისტრის თქმით, შარიათის კანონებიდან გამომდინარე ქალ სტუდენტებს სწორედ მათივე სქესის წარმომადგენელი ასწავლიან , თუმცა საკლასო ოთახები ერთმანეთისგან გაყოფილი იქნება.

,,მადლობა ღმერთს ბევრი ქალი მასწავლებელი გვყავს . ამ მიმართულებით პრობლემა არ შეგვექმნება . ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გოგონებს ქალი მასწავლებლები ჰყავდეთ“, - განაცხადა აბდულ ჰაქანმა ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ,,თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ქალებს მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა გამკაცრდება წესები ჩაცმულობის შესახებ. მათი თქმით, ყველა ქალი სტუდენტისათვის ჰიჯაბი სავალდებულო იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ საჭირო იქნება თუ არა სახის დაფარვაც.

რამდენიმე დღის წინ დაჯგუფება ,,თალიბანის“ კულტურის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აჰმადულაჰ ვასიქის მიღებული გადაწყვეტილებით ქალებს სპორტით დაკავება აეკრძალათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს