პროკურატურამ არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის და მუქარის ფაქტზე დაკავებულს  ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და მუქარის ფაქტზე, მ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ. 2021 წლის ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სისტემატურად ლახავდა არასრულწლოვნის პატივსა და ღირსებას. ასევე, მეგობრების, ოჯახის წევრების და უცხო ადამიანების თანდასწრებით ამცირებდა და ოჯახის წევრების დაკავებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ. არასრულწლოვან დაზარალებულს, სიცოცხლის მოსპობით და სახლის გადაწვით დაემუქრა.

„მ.ნ.-ს მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა, 10 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა.

სამართალდამცველებმა მ.ნ. 10 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, -აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა