პარიზის მერი ან იდალგო საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

პარიზის მერი ან იდალგო 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიღებს. ამის შესახებ Le Figaro იუწყება.

„ამ რთულ პერიოდში, იმისთის, რომ ჩვენ ცხოვრებას იმედი მივცეთ, გადავწყვიტე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ვიყარო. ჩვენ თავიდან უნდა გამოვიგონოთ ჩვენი ფრანგული მოდელი, რომელიც მრავალრიცხოვანმა კრიზისებმა დაასუსტა“, - განაცხადა იდალგომ და დასძინა, რომ სურს აღადგინოს ქვეყნისადმი პატივისცემა და მისი ერთობა.

იდალგოს თქმით, სურს ააშენოს მეტად სამართლიანი სახელმწიფო.

„ემანუელ მაკრონის ხუთწლიან პერიოდს, რომელიც დასასრულს უახლოვდება, ფრანგები უნდა გაეერთიანებინა. თუმცა, მან ისინი დაყო როგორც არასდროს. მას სოციალური პრობლემები უნდა მოეგვარებინა, მაგრამ მან ისინი უფრო გააღრმავა, მას ჩვენი პლანეტა უნდა დაეცვა, მაგრამ მან ეკოლოგიას ზურგი აქცია“ , - განაცხადა ან იდალგომ.

ან იდალგო სოციალისტური პარტიის წარმომადგენელია, რომელიც 2014 წელს პირველი ქალი გახდა, ვინც პარიზის მერის პოსტი დაიკავა.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერი მარი ლე პენი.

კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი ასევე გამოთქვეს ქვეყნის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა არნო მონტებურმა, ასევე ევროკავშირის „ბრექსითის“ საკითხებში ყოფილმა მთავარმა მომლაპარაკებელმა მიშელ ბარნიემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა