შალვა პაპუაშვილი - კარგია, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირდა, ამან პარტიებს შორის ურთიერთობას უფრო მეტი სერიოზულობა შესძინა

კარგია, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირდა, ამან პარტიებს შორის ურთიერთობას უფრო მეტი სერიოზულობა შესძინა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმება იმიტომ გაუქმდა, რომ ის ვერ უზრუნველყოფდა შედეგის მიღწევას. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე „თუ ვინმეს საყვედური ეთქმის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ოპოზიცია, რომელმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა“.

„რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, ამ შეთანხმების ბედი თავად ოპოზიციამ გადაწყვიტა იმით, რომ ცალმხრივად არ შეუერთდა. ცალმხრივად ვალდებულებების აღებას აზრი არ ჰქონდა. პირიქით, კარგია, რომ ანულირდა. საერთო ჯამში, თუ დავფიქრდებით, ამან პარტიებს შორის ურთიერთობას უფრო მეტი სერიოზულობა სწორედ რომ ახლა შესძინა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პუნქტი ზედმიწევნით შეასრულა და პირნათელია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე დოკუმენტისთვის ხელი რომ მოეწერა, ეს შეთანხმება დღესაც ვალიდური იქნებოდა.ვინაიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხელი არ მოაწერა, მოხდა ამ შეთანხმების ანულირება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა სესხზე უარის თქმა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებას ან ევროპული კურსის ცვლილებას, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უპირველეს ყოვლისა, ამომრჩეველი აფასებს.

„ჩვენს ნაბიჯებს აფასებს უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამომრჩეველი. ახლა არის არჩევნები და ვნახავთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს