ირანმა გაეროს ატომურ სააგენტოს ბირთვულ ობიექტებზე კამერების საშუალებით მონიტორინგის ნება დართო

ირანი თანახმაა, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მის ბირთვულ ობიექტებზე კამერების საშუალებით მონიტორინგი განახორციელოს.

მედიის ინფორმაციით, ირანის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსისა და ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მუჰამედ ესლამის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

”შევთანხმდით სააგენტოს კამერების მეხსიერების ბარათების შეცვლაზე. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს უფლება ეძლევათ, მოემსახურონ იდენტიფიცირებულ აღჭურვილობას და შეცვალონ მათი ინფორმაციის მატარებლები, რომლებიც დაილუქება და ირანში შეინახება,”- ნათქვამია გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

მხარეებმა შეხვედრა "კონსტრუქციულად" შეაფასეს და შეთანხმდნენ, რომ დისკუსიებს მიმდინარე თვეში ვენაში, სააგენტოს გენერალური კონფერენციის ფარგლებში გააგრძელებენ.

ცნობისათვის, ეს რაფაელ გროსის პირველი ვიზიტი იყო თეირანში მას შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტის პოსტი ებრაჰიმ რაისმა დაიკავა. პრეზიდენტმა მუჰამედ ესლამი ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელად 29 აგვისტოს დანიშნა.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს