ოლაფ შოლცმა ტელედებატებში კონკურენტები, არმინ ლაშეტი და ანალენა ბერბოკი, დაამარცხა

სოციალ -დემოკრატების (SPD) კანდიდატმა ოლაფ შოლცმა, რომელიც გერმანიის კანცლერობისთვის იბრძვის, სატელევიზიო დებატებში კონკურენტები, კონსერვატიული ბლოკის „ქრისტიან დემოკრატიული კავშირისა" და „ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კანდიდატი არმინ ლაშეტი და „მწვანეების“ ლიდერი ანალენა ბერბოკი, დაამარცხა.

გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-ზე გამართული 90 - წუთიანი დებატების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, მაყურებლების 41% აზრით, ყველაზე დამაჯერებელი ოლაფ შოლცი იყო, 27%-მა ყველაზე დამაჯერებელ კანდიდატად არმინ ლაშეტი დაასახელა, 25%-მა კი - ანალენა ბერბოკი.

ამასთან, კვირას ცნობილი გახდა INSA-ს მიერ გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, სოციალ -დემოკრატების რეიტინგი წინა კვირასთან შედარებით კიდევ ერთი პროცენტით, 26%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პარტიისთვის 2017 წლის ივნისის შემდეგ.

კონსერვატორებს გამოკითხულთა 20%-ა დაუჭირა მხარი, „მწვანეებს“ კი - 15%-მა. შეგახსენებთ, გერმანიის ფედერალური არჩევნები 26 სექტემბერს გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო