სომხეთში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 16 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 296 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 16 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 018-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 249 146 პირი დაინფიცირდა. ქვეყანაში ამჟამად 11 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს