კახა კალაძის განცხადებით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვადიანი აბონემენტები მომავალი წლიდან ამოქმედდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვადიანი აბონემენტები მომავალი წლიდან ამოქმედდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვადიანი აბონემენტები მას შემდეგ დაინერგება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდება.

„როგორც კი მთლიანად იქნება მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განახლებული, ახალი მიკროავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული წლის ბოლოსთვის. მომავალი წლიდან უკვე დაიწყება ინტეგრირებული სისტემის ყველაფერზე გავრცელება“, - აღნიშნავს კახა კალაძე.

ცნობისთვის, ვადიანი აბონემენტებით დედაქალაქში მოძრავი ლურჯი მიკროავტობუსების მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და ამასთან, მოქალაქეებს შეძლებათ, საათნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით ერთხელ აღებული ბილეთით იმგზავრონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა