შალვა პაპუაშვილი - მედიის წარმომადგენლები ტალახს ესვრიან ჩვენს კანდიდატებს, ახდენენ მათ დისკრედიტაციას, ეს არის პროპაგანდის ტიპიური ფორმა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ფაბრიკაცია და „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის ნაწილი უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები სუს-ის აგენტები არიან.

პაპუაშვილის შეფასებით, სამწუხარო რეალობა ქართულ მედიაში ის არის, როდესაც ადამიანებს მტკიცებულებების გარეშე აბრალებენ რაღაცებს და შემდეგ აქვთ მოლოდინი, რომ ამ ადამიანებმა თავი უნდა იმართლონ.

„ჩვენ ჩვენს საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეხება ეს, არ აწარმოებს საერთოდ ნამდვილ წინასაარჩევნო კამპანიას და მოსალოდნელი იყო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე „მედიური“ საარჩევნო კამპანია, რომელიც მთლიანად დაფუძნებული იქნებოდა დისკრედიტაციაზე, დეზინფორმაციაზე, ზიზღის ენაზე. ამის მოწმე ვართ ახლა ჩვენ, მათ შორის, ამ შაბათ -კვირასაც გავხდით ამის მოწმე კიდევ ერთხელ, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ გადართულია სრულად ზიზღის ენასა და დისკრედიტაციაზე. რასაც ჩვენ ვისმენთ, ეს არის სრული ფაბრიკაცია, მათ შორის, ვხედავთ, რომ რაიმე მტკიცებულებებიც არ აქვთ ხოლმე ამის შესახებ. ერთადერთი მიზანი არის, რომ მოახდინონ კიდევ ერთხელ კანდიდატების დისკრედიტაცია, ვინაიდან ხვდებიან, რომ 2 ოქტომბერს არჩევნებს პირწმინდად წააგებენ.

ჩვენ რასაც ვხედავთ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ადამიანები და ამ შემთხვევაში მედიის წარმომადგენლები, ტალახს ესვრიან ადამიანებს, ახდენენ მათ დისკრედიტაციას, ეს არის ტიპიური ფორმა პროპაგანდის. პროპაგანდა, რომელიც ეფუძნება ჭორებს, მოგონილ ამბებს, როდესაც ცდილობენ ადამიანებს რაღაც ამბავი მიაწოდონ, როგორც ფაქტი და სინამდვილეში ეს არის ყველაფერი გამოგონილი,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე, ფაბრიკაცია და რუსული პროპაგანდის მაგალითი უწოდა, ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ხელისუფლება სასულიერო პირებს ფარულად უსმენს და მათ დაშანტაჟებას ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს მიმართა და მსგავსი ინფორმაციის გავრცელებამდე მისი გადამოწმება სთხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა