ვლადიმირ ზელენსკი - პრეზიდენტ ბაიდენს ნატო-ში გაწევრიანებაზე პირდაპირ დავუსვი შეკითხვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ СNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას უკრაინის ნატო-ში წევრობის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მე პრეზიდენტ ბაიდენს პირდაპირ ვკითხე უკრაინის ნატო-ში წევრობაზე და იმაზე, თუ როდის შეძლებს ქვეყანა გაწევრიანებას. მან თქვა: ჩემი აზრით, თქვენ მისი წევრი უნდა იყოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის“, - გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ეს პოზიცია და რიტორიკა მისთვის ცნობილი ვაშინგტონში ვიზიტამდეც იყო.

ტელეწამყვანთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბაიდენის პრიორიტეტული ქვეყნების სიაში ყოფნა კარგის ნიშანია, თუმცა სიგნალების გარდა მათ ქმედებების მოლოდინიც აქვთ.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს 1-ელ სექტემბერს, თეთრ სახლში შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ინტეგრაციის მხარდაჭერას კვლავ გაუსვა ხაზი. ვლადიმერ ზელენსკიმ ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ის ამერიკის პრეზიდენტს ნატო-ში წევრობისათვის მხარდაჭერას სთხოვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა