ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში წყალტუბოში სანატორიუმებს ხელისუფლება საპრივატიზებოდ გამოიტანს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში წყალტუბოში სანატორიუმის შენობებს ხელისუფლება საპრივატიზებოდ გამოიტანს, სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებებით. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით ბიზნესის ინტერესი მაღალი იქნება.

„2 წლის წინ დაანონსებული გეგმა, სწორედაც რომ აღსრულების ეტაპზეა. იცით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაუკვეთა და საკმაოდ საინტერესო გენერალური განვითარების გეგმა დაიდო, რომლის საჯარო განხილვებიც გაიმართა. პარალელურად, სახელმწიფო ამზადებს იქ არსებულ სახელმწიფო სანატორიუმებს და შენობებს საპრივატიზებოდ, საკმაოდ მიმზიდველია ბიზნესისთვის ეს. ამიტომაც ხდება გეგმაზომიერად დევნილთა განსახლება, ეს კიდევ ცალკე პროგრამაა და იცით, რომ ათასობით დევნილმა მიიღო კეთილმოწყობილი ბინები, ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით მიმდინარეობს ეს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთიანობაში მოგვცემს საშუალებას, ახლო პერიოდში უკვე საპრივატიზებოდ გამოვიტანოთ იქ არსებული შენობები სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებით და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საკმაოდ მაღალი იქნება ბიზნესის ინტერესი. ბატონმა ბიძინამ მისცა ძალიან დიდი სტიმული ამ კურორტის განვითარებას. ის, მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში სოციალურ ინვესტიციებს ახორციელებს, რაც არ არის მომგებიანი და მოგებაზე ორიენტირებული,“- განაცხადა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა