თბილისის მერია - წავკისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, რეაბილიტაცია წავკისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩას ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 6 500 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდა. ქუჩაზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყო ბორდიური და სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, რომლის არარსებობაც, უხვი ნალექის დროს საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას აფერხებდა.

საგზაო სამუშაოები კომპანია „პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 850 000 ლარი გამოიყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა