ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმო-ს რეკომენდაციაა, რომ 12-დან 16 წლამდე ასაკის მხოლოდ შესაბამისი ჩვენებების მქონე მოზარდები აიცრან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ 12-დან 16 წლამდე ასაკის მხოლოდ შესაბამისი ჩვენებების მქონე მოზარდები აიცრან.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, იმუნიზაციის საბჭო აწონ-დაწონის როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციებს და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს უკვე თავისი რეკომენდაცია, რომ აცრას არა ყველა ბავშვი, 12-დან 16 წლამდე, არამედ შერჩევითად, შესაბამისი ჩვენებებით. ავწონ-დავწონით, როგორ აკეთებენ სხვადასხვა ქვეყანაში. ამაზე მიმოხილვებია გაკეთებული ჩვენთან, რა რეკომენდაცია აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რა რეკომენდაცია აქვს ევროპის მედიკამენტების სააგენტოს და იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილება ამის შესაბამისად მიიღებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა