ნიგერიაში ციხეზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 266 პატიმარი გაიქცა

მძიმედ შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში, კოგის შტატში ციხე დაარბიეს, რომლის შედეგადაც საპატიმროდან 266 პატიმარი გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, თავდამსხმელებმა იერიში ცეცხლსასროლი იარაღით ციხის დაცვის თანამშრომლებზე მიიტანეს.

თავდასხმის შედეგად დაკავებულთა უმეტესობა ციხიდან გაიქცა.

Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმას ჯარისკაცი და პოლიციელი ემსხვერპლნენ, ციხის დაცვის 2 წევრი კი დაკარგულად ითვლება. როგორც ცნობილია, შენობაში აფეთქების დროს სულ 294 პატიმარი იმყოფებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა