ათწლეულების განმავლობაში ომის, ტანჯვისა და დაუცველობის შემდეგ, მათ [ავღანელებს] ალბათ ყველაზე საშიში პერიოდი ელოდებათ, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ჟენევაში ავღანეთის საკითხზე მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს ყოველმა მესამე ავღანელმა არ იცის, საიდან მოვა მათი საკვები, სიღარიბის მაჩვენებელი სპირალურად იზრდება და ძირითადი საჯარო სამსახურები დაშლის პირასაა. ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი. ამავდროულად, ავღანეთს ძლიერი გვალვა ემუქრება. ბევრი ადამიანი მიმდინარე თვის ბოლომდე, შესაძლოა, საკვების გარეშე დარჩეს“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
გაერო საერთაშორისო საზოგადოებას ავღანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანა დიდ ჰუმანიტარულ კრიზისს გადაურჩეს, საჭიროა მისთვის, დახმარების სახით, 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხის მობილიზება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"