თამარ კორძაია - რაც ეკლესიასთან მიმართებით გამჟღავნდა, ესაა წარმოუდგენელი მასშტაბის თვალთვალი - კოალიციური მთავრობის პირველი გადაწყვეტილება სუს-ის გაუქმება უნდა იყოს

დღეს არ არის იმის, დრო რომ მოვუწოდოთ ხელისუფლებას დაიწყოს გამოძიება, მოვიდა დრო, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და არჩევნებზე ვაჩვენოთ საკუთარი ძალა ივანიშვილს და მის დამნაშავე ხელისუფლებას, - ამის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განაცხადა.

თამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნებში ერთიანი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაუქმდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილმა ინფორმაციამ, ნათლად დაადასტურა ერთი რამ, რომ სახელმწიფო სუს-ის მეშვეობით ტოტალურად უსმენს საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ ვნახეთ, როგორ უთვალთვალებენ და როგორ ადგენენ კარტოთეკებს მასწავლებლებთან მიმართებაში, სკოლის დირექტორებთან მიმართებაში, მაგრამ ის, რაც გამჟღავნდა დღეს ეკლესიასთან მიმართებით, ესაა წარმოუდგენელი მასშტაბის თვალთვალი და მისი შეფასებაც კი შეუძლებელია ამ ეტაპისთვის. დასტურდება, რომ სუს-ი საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, ბიუჯეტიდან აღებული მილიონების ხარჯზე, დაკავებულია მხოლოდ ერთადერთით, თავისივე მოქალაქეების უკანონო თვალთვალით, მიყურადებით., შემდეგ დაშანტაჟებითა და დაშინებით და ამას აკეთებს მხოლოდ იმისათვის, რომ ყველანაირი მეთოდით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება.

ეს წარმოუდგენელი მასშტაბები მეტყველებს იმაზე, რომ ღარიბაშვილის მიერ 2013 წელს თვალთმაქცურად ჩატარებული შოუ, ე.წ. პირადი ცხოვრების კადრების განადგურებასთან დაკავშირებით, იყო მხოლოდ და მხოლოდ პიარ-აქცია და სინამდვილეში ღარიბაშვილმა, რომელიც დღეს უკვე პრემიერ-მინისტრადაა ხელდასმული ივანიშვილის მიერ, წარმოუდგენელ სიმაღლეებზე აიყვანა თვალთვალი, მიყურადება და შანტაჟი. 10 000-მდე და მეტი ფაილია, რომელიც აღწერს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება უსმენს მოქალაქეებს. დღეს უკვე აღარ გვაქვს ის ვითარება, რომ მოვთხოვოთ რომელიმე საგამოძიებო უწყებას საკითხის გამოძიება, იმიტომ, რომ აზრი აღარ აქვს. მასშტაბების გათვალისწინებით. ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ხელისუფლება არც კი აპირებს საკითხის შესწავლას.

ის, რასაც ხელისუფლება დღეს აკეთებს, არის ადამიანებში რწმენის განადგურება, ადამიანებში ნიჰილიზმის დანერგვა იმიტომ, რომ გაუჩნდეთ ადამიანებს განცდა, რომ არაფერი ამ ქვეყანას არ ეშველება. სინამდვილეში, ხელისუფლებას მინდა, მივმართო, რომ ეს შეუძლებელია, ჩვენი მოქალაქეები ერთადერთ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 2 ოქტომბრის არჩევნებზე მოვლენ და საბოლოოდ გეტყვიან იმას, რომ თქვენ არ უნდა იყოთ ხელისუფლებაში, თქვენ დამარცხდებით საქართველოს მოქალაქეების წინაშე ერთხელ და სამუდამოდ. პირადად მე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, თამარ კორძაია იმიტომ ვარ ამ კოალიციაში და იმიტომ, ვიღებ ყველა ამ დანაშაულთან დაკავშირებით ხმას, რომ მიმაჩნია, კოალიცია, ერთიანი ოპოზიცია, არის უნარიანი, გაისტუმროს ეს დამნაშავე ხელისუფლება 2 ოქტომბერს და 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვიყვანოთ ამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები, საპარლამენტო, კოალიციური მთავრობა, რომლის პირველი გადაწყვეტილება უნდა იყოს სუს-ის გაუქმება და მოქალაქეებში იმ რწმენის გაჩენა, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად და მიყურადების გარეშე ცხოვრება“, - განაცხადა ხათუნა კორძაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა