ინგლისში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა 12 წლიდან ასაკის ბავშვებს მიეცემათ

ინგლისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას 12-15 წლის ასაკის ყველა ბავშვს შესთავაზებენ.

მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შესაბამისი რეკომენდაცია მთავრობის მრჩეველთა ჯგუფისგან, „მთავარი სამედიცინო ოფიცრებისგან“, მიიღო.

„მივიღე „მთავარი სამედიცინო ოფიცრების“ რეკომენდაცია ვაქცინაციის 12 -დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარების შესახებ, რაც ბავშვებს კოვიდ 19-ით დაინფიცირებისგან იცავს, სკოლებში გავრცელებას ამცირებს და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა.

აღნიშნული ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ინგლისში მომავალი კვირიდან დაიწყება. შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას საკუთარი ჯანდაცვის პოლიტიკა აქვთ, თუმცა „მთავარი სამედიცინო ოფიცრებისგან“ ანალოგიური რეკომენდაცია მათაც მიიღეს.

ცნობისათვის, „მთავარი სამედიცინო ოფიცრების“ რეკომენდაციის თანახმად, 12 -დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით უნდა აიცრან. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში აქამდე აღნიშნული ასაკის მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვებს სთავაზობდნენ ვაქცინაციას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს