11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დონორები ავღანეთის დასახმარებლად 1.1 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობას დებენ

დონორები ავღანეთის დასახმარებლად, რომელიც „თალიბანის“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ სიღარიბისა და შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, 1.1 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობას დებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გუშინ, ჟენევაში გამართულ გაეროს კონფერენციაზე გახდა ცნობილი.

შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ ავღანეთისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 64 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს, დამატებით 11.5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის გეგმის შესახებ განაცხადა ნორვეგიამ.

კონფერენციაზე, ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ავღანეთის დახმარების მთავარი პასუხისმგებლობა დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ.

”შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს აქვთ უფრო დიდი ვალდებულება გაზარდონ ეკონომიკური, ჰუმანიტარული და საარსებო დახმარება”, - აღნიშნა გაეროში ჩინეთის ელჩმა ჩენ სუმ.

კონფერენციის დასაწყისში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ავღანეთში ყველაზე აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტია საჭირო.

მისი თქმით, ავღანეთს ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება და თვის ბოლომდე, შესაძლოა ქვეყანაში საკვების მნიშვნელოვანი დეფიციტი შეიქმნას. გაეროს სასურსათო პროგრამის შეფასებით, ავღანეთში 14 მილიონი ადამიანი შიმშილობის ზღვარზე იმყოფება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს