მედია - დონბასში რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეჟიმი 12-ჯერ დაირღვა, დაიღუპა ერთი უკრაინელი მებრძოლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსული მხარე მინსკის შეთანხმებებით აკრძალულ შეიარაღებას იყენებდა.

„მტრის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო“, - აღნიშნულია უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს