გიორგი ტყემალაძე - მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმოს ის პროექტები, რომელიც მათ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ტყემალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნუცუბიძისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმოს ის პროექტები, რომელიც მათ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს.

გარდა ამისა, გიორგი ტყემალაძის თქმით, ვაკის რაიონში, სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პარალელურად, უნდა შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცე და მოეწყოს მეტი სპორტული ინფრასტრუქტურა.

გიორგი ტყემალაძის თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან და ვისმენთ მათ მოსაზრებებს უბნის განვითარების შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა, რათა მომავალში მოსახლეობასთან ერთად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ის პროექტები, რომელიც გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ პირობებს. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ადგობრივებისთვის პრიორიტეტულია", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა