ტეხასის და ლუიზიანის სანაპიროებს ქარიშხალი „ნიკოლასი“ დაატყდა თავს

აშშ-ის ტეხასის და ლუიზიანის სანაპიროებს ქარიშხალი „ნიკოლასი“ დაატყდა თავს. Reuters-ის ინფორმაციით, ქარიშხალმა წყალდიდობის, ელექტროენერგიის გათიშვისა და შტორმის გაძლიერების საფრთხე შექმნა.

ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ საათში 120 კმ-ს მიაღწია.

აშშ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლუიზიანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქარიშხლისგან გამოწვეულ შედეგებთან გასამკლავებლად ფედერალური დახმარების გამოყოფის განკარგულება გასცა. ამასთან, ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა შტატის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები ნავებითა და ვერტმფრენებით.

ჰიუსტონის მერმა სილვესტერ ტურნერმა ქალაქის დაახლოებით 2.3 მილიონი მცხოვრები წყალდიდობის საფრთხის შესახებ გააფრთხილა და ქუჩებსა და გზატკეცილებზე გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ჰიუსტონში დღეს სასწავლო პროცესი შეწყდა, გუშინ კი მსუბუქი სარკინიგზო და ავტობუსების მომსახურება შეჩერდა. ამასთან, Corpus Christi-სა და ჰიუსტონის აეროპორტებში ასობით რეისი გაუქმდა ან გადაიდო.

„ნიკოლასი“ მეორე ქარიშხალია, რომელიც აშშ-ის სანაპიროებს ბოლო პერიოდში დაატყდა თავს. მანამდე ქარიშხალმა „იდამ“ ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა