პაატა მანჯგალაძე - სუს-ი "ქართული ოცნების" უსაფრთხოების სამსახურად გადაიქცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაიქცა "ქართული ოცნების" უსაფრთხოების სამსახურად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სავარაუდოდ სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელთა მცდელობა გადააბრალონ ყველაფერი "ნაციონალურ მოძრაობას" აბსურდი და უპასუხისმგებლობაა.

"რა გარანტია გვაქვს, რომ ეს არ ჩაუვარდა ხელში მტრულ სახელმწიფოს რუსეთს და რუსეთი არ ახდენს ცალკეული ადამიანებით მანიპულაციას ამით. ჩანაწერებს, ვიდეოს, ხმოვან შეტყობინებას იყენებენ იმისთვის, რომ მოახდინონ ადამიანებზე მანიპულაცია. დემოკრატიულ ქვეყნებში ასე არ ხდება, იქ იმის გამო, რომ უსმენდნენ ერთ-ერთი პარტიის შტაბს, გადადგა ამერიკის პრეზიდენტი, საქართველოში გადადგა კი არა, აწინაურებენ. ეს არის უკანონობა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" უსაფრთხოების სამსახური. სხვაზე გადაბრალება არის სრული აბსურდი, "ქართულ ოცნებას" უნდა ეყოს ახლა პოლიტიკური ვაჟკაცობა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, დაიწყოს გამოძიება, იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ამაში არის ჩართული,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა