ანა ბიბილაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ბავშვებს, ყველაზე მთავარი - განათლების უფლება წაართვა, მათ დაუკარგა შანსი ჰქონოდათ სრულფასოვანი ბავშვობა

„ქართულმა ოცნებამ“ ბავშვებს, ყველაზე მთავარი - განათლების უფლება წაართვა, მათ დაუკარგა შანსი ჰქონოდათ სრულფასოვანი ბავშვობა, - ამის შესახებ „ლელოს“ მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვატო სურგულაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანა ბიბილაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში განათლების სისტემა გააჩერა, ვერ მართა პანდემია და ბავშვებს დაუკარგა განვითარებისა და სოციალურ გარემოში ყოფნის შანსი. მისივე თქმით, დისტანციურმა სწავლამ, დაწყებითი კლასის ბევრ მშობელს სამსახური დააკარგვინა, რადგან ბავშვებს სახლიდან უწევთ არასრულფასოვანი განათლების მიღება.

„ხვალ ეს ადგილი და თბილისში ყველა, სკოლა და ბაღი უნდა ივსებოდეს ბავშვებით. ხვალ, უნდა იწყებოდეს სასწავლო პროცესი, ბავშვებისა და მშობლებისთვის, თუმცა ეს არ ხდება იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ'' ვერ მართა პანდემია და ქვეყანაში, ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი განათლების სისტემა, საბოლოოდ გააჩერა. ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც მეორე კლასში გადავიდნენ და არ იციან სკოლა როგორია, რას ნიშნავს იქ მისვლა და სწავლა. გვყავს საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვები, რომლებმაც ასევე არ იციან რა არის ბაღი, როგორც სივრცე და იქ შექმნილი სოციალური ფონი. ჩვენ გვყავს მშობლები, რომლებიც ონლაინ სწავლების გამო იძულებით დარჩნენ სახლში და შემოსავალი დაკარგეს. ეს იმ ფონზე, როდესაც პანდემიამ ათასობით ადამიანს სამუშაო ადგილი დააკარგვინა, ონლაინ სწავლის გამო მშობლები აიძულეს ბავშვებთან ერთად სახლში დარჩენა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არის სოფლები და დასახლებები, სადაც ბავშვებს ინტერნეტი არ აქვთ და განათლებასთან წვდომას ვერ ახერხებენ“, - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

როგორც „ლელოს“ მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ქვეყანა მესამე წელს კარგავს, განათლების სისტემაში და ეს დაკარგული წლები ქვეყნისთვის ტრაგედიაა.

„ამ ჩავარდნილი სასწავლო პროცესის დროს, „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ დაივიწყა ბავშვების ინტერესები. ჩვენ როგორც ვიცით, ევროპის ქვეყნებმა ეს პროცესები ძალიან კარგად მართეს, ჩვენ კი ეს ვერ მოვახერხეთ,"- განაცხადა ბიბილაშვილმა.

„ლელოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვატო სურგულაძის განმარტებით, ევროპის ქვეყნების გარდა, სწავლა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმაც განაახლეს, „მათ საქართველოსგან განსხვავებით, შეძლეს და მართეს სასწავლო პროცესი“.

„ევროპის ქვეყნებმა იციან, რომ ყველაზე დიდი ღირებულება არის ბავშვი და განათლებული ბავშვები ეს არის ქვეყნის მომავალი და განვითარების საფეხური. გერმანიამ ჯერ კიდევ, ვაქცინამდე, 2020 წლის 6 მაისს გახსნა სკოლები და მას შემდეგ აგრძელებენ ამ პროცესს. მოლდოვამ, რუმინეთმა, ბულგარეთმა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებმაც კი 1 სექტემბერს დაიწყეს სწავლა. ჩვენ კი არც მოვმზადებულვართ ამ პროცესისთვის, რადგან ჩვენს ხელისუფლებას არ აინტერესებს ბავშვები და ადამიანები. ახლა რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ ურთიერთობა თანატოლებთან და არ ხდება სოციალიზაცია, ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ფსიქო-ემოციურ ცვლილებებს და მომავალში, სამწუხაროდ, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა