შეერთებული შტატების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ ახალი რაკეტის გამოცდის შემდეგ შეხვედრა გამართეს

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანის საკითხების ბიუროს გენერალური დირექტორი ტაკეჰირო ფუნაკოში, ჩრდილოეთ კორეის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სუნ კიმი და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი კორეის ნახევარკუნძულის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნო კიუ-დუკი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამების შეზღუდვის საკითხის განსახილველად დღეს ტოკიოში შეიკრიბნენ. სამი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ფხენიანმა განაცხადა, რომ მან ახალი, შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა წარმატებით გამოსცადა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ იარაღი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ „სტრატეგიული“ უწოდა, შესაძლოა ბირთვულ შესაძლებლობებს ფლობდეს. შეერთებული შტატები, იაპონია და სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების გამო შექმნილი ჩიხიდან გამოსავლის გზებს განიხილავენ. „შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციის მიზნით გადამწყვეტია დიალოგი და დიპლომატია“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ფხენიანთან ურთიერთობისთვის მზადაა, თუმცა ფხენიანი ამტკიცებს, რომ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილების ვერანაირ ნიშანს ვერ ხედავს და ამის მაგალითად აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები და აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები მოაქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა