რომის პაპი საზოგადოებას მოუწოდებს, ჯვრებს პოლიტიკურ სიმბოლოდ ნუ გამოიყენებენ

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ადამიანებმა ჯვრები პოლიტიკურ სიმბოლოდ და პარტიული მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ.

პაპმა სლოვაკეთში შეკრებილ ათასობით მორწმუნეს მიმართა და განაცხადა, რომ ბევრ ქრისტიანს ჯვარი და ჯვარცმა კისერზე, შენობების კედლებსა და ავტომობილებში აქვთ დაკიდებული, თუმცა იესოსთან რეალური კავშირი არ აქვთ.

„რა არის ამაში კარგი, თუკი ჩვენ იესოსთვის გულებს არ გავხსნით. მოდით, ნუ დავამცირებთ ჯვარს პოლიტიკურ სიმბოლომდე“- განაცხადა პაპმა.

რომის პაპი სლოვაკეთის ქალაქ პრეშოვში ჩაფრინდა, სადაც მან საღმრთო ლიტურგია ჩაატარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო