მედია - ევროკომისიის სტრუქტურაში ახალი ორგანოს შექმნა იგეგმება, რომლის მიზანიც შესაძლო პანდემიისთვის მომზადება იქნება

ევროკომისიის სტრუქტურაში ახალი ორგანოს შექმნა იგეგმება, რომლის მიზანიც მომავალში შესაძლო პანდემიისთვის მომზადება და სამედიცინო კონტრზომების შემუშავება იქნება. ამის შესახებ გამოცემა Euractiv იმ დოკუმენტების მიხედვით იუწყება, რომელიც რედაქციას ხელთ ჩაუვარდა.

ახალი ორგანოს - ჯანდაცვაში საგანგებო ვითარებაზე რეაგირების სააგენტოს შექმნაზე დისკუსია უახლოეს დღეებში იგეგმება, 16 სექტემბერს კი მის შესახებ დეტალები გახდება ცნობილი.

გამოცემის მიხედვით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კოვიდ-19 არ იქნება უკანასკნელი საგანგებო ვითარება ჯანდაცვის სფეროში და ნათქვამია, რომ ევრობლოკი მზად უნდა იყოს არა მხოლოდ პანდემიის რისკების, არამედ ბიოტერორიზმისთვისაც.

სააგენტოს მუშაობის დაწყება 2022 წლის დამდეგისთვის იგეგმება, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება პოტენციურ კრიზისებთან დაკავშირებით და პრობლემების გამოსავლენად. გარდა ამისა, მისი უფლებამოვალეობა იქნება ძირითადი სამედიცინო კონტრზომების შემუშავება, დამზადება, შესყიდვა და თანაბარი განაწილება, რომლებსაც მიეკუთვნება ვაქცინები, ანტიბიოტიკები, ანტიდოტები, სხვადასხვა სახის სამედიცინო აღჭურვილობა, ტესტები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა