გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა ვირუსის მიმართ დაუცველი ადამიანების, სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისა და 50 წელს გადაცილებული პირების ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა.
ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილემ ჯონათან ვან-ტამმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებმა გაერთიანებულ სამეფოში 112 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს და დაინფიცირების 24 მილიონამდე შემთხვევა აღკვეთეს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პანდემია ჯერ კიდევ აქტიურია.
„ვიცით, რომ ეს ზამთარი შეიძლება არასტაბილური იყოს. სავარაუდოდ, დაბრუნდება სხვა რესპირატორული ვირუსები, როგორიცაა გრიპი და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება ნორმალურად ვიცხოვროთ და რაც შეიძლება ნორმალური ზამთრის ცხოვრება გვქონდეს, „ბუსტერ“ პროგრამის ამოქმედება კი ამის შანსს გაზრდის”, - აღნიშნა ჯონათან ვან-ტამმა.
გუშინ, მთავრობის მრჩეველთა ჯგუფმა „მთავარმა სამედიცინო ოფიცრებმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით 12-15 წლის ასაკის ბავშვების აცრის რეკომენდაცია გასცა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"