ვლადიმერ პუტინმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ავღანეთის საკითხი განიხილა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს. ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.

,, მხარეებმა ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე ერთმანეთს შეხედულებები გაუზიარეს და ასევე ისაუბრეს თავიანთი ქვეყნების მიდგომების კოორდინირებაზე არსებული სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“, - წერია რუსეთის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ლიდერებს შორის სასაუბრო თემას წარმოადგენდა ასევე ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები სხვადასხვა სფეროში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს