ჩეხეთის პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი ჰოსპიტალიზებულია. ის პრაღის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სახელმწიფოს მეთაურის კანცელარიაში დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუ რა გახდა ქვეყნის მეთაურის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი. მანამდე 76 წლის ზემანი საავადმყოფოში არაერთხელ მოხვდა. ჩეხეთის მედია წერს, რომ მას საავადმყოფოში ყოფნა ხანგრძლივად მოუწევს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტს ქვედა კიდურების ნევროპათია აწუხებს, რის გამოც მას გადაადგილება უჭირს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფოში მოხვდა ზემანის წინამორბედი ვაცლავ კლაუსი. 80 წლის ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციას მაღალ არტერიულ წნევას უკავშირდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო