აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ბუში, კლინტონი და ობამა ავღანელი ლტოლვილების დასახმარებლად ერთიანდებიან

აშშ-ს სამი ყოფილი პრეზიდენტი- "რესპუბლიკელი" ჯორჯ ბუში, "დემოკრატები" ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა ავღანელი ლტოლვილების დასახმარებლად ერთიანდებიან. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აშშ-ის ყოფილ ლიდერებთან ერთად პროცესში მონაწილეობას მათი მეუღლეებიც მიიღებენ. კოალიციაში ,,Welcome US” ყოფილი პრეზიდენტების განცხადებით, ადვოკატირების ჯგუფები, ამერიკული ბიზნესმენები და სხვადასხვა ლიდერებიც იქნებიან.

მათი თქმით, გაერთიანება მოხალისეების მობილიზებით ათიათასობით ავღანელს დაეხმარება, რომლებიც ქვეყანას ბაიდენის ადმინისტრაციის ევაკუაციის გეგმის ფარგლებში დატოვებენ .

,,ათასობით ავღანელი იდგა ჩვენთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე უსაფრთხო მსოფლიოს შესაქმნელად და მათ ახლა ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ამაყები ვართ და მივესალმებით ამ კოალიციას, რომლის ფარგლებშიც ავღანელ ოჯახებს ახალი ცხოვრების დაწყებაში დავეხმარებით“-ვკითხულობთ ჯორჯ და ლაურა ბუშების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, რომელმაც მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკული ჯარების გამოწვევის გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა, კოალიციაში არ მიუწვევიათ. ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიუწვევიათ 96 წლის დემოკრატი პრეზიდენტ ჯიმი კარტერი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს