ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირს არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ „თალიბანთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს

ევროკავშირს არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ ავღანეთის ახალ ხელმძღვანელობასთან მოლაპრაკებები დაიწყოს.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში განაცხადა.

„ავღანეთის კრიზისი არ დასრულებულა. იმისთვის, რომ მოვლენებზე გავლენის ნებისმიერი შანსი არსებობდეს, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ვითანამშრომლოთ თალიბებთან“, - განაცხადა მან.

ბორელის თქმით, ბრიუსელი შეეცდება ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებთან კოორდინირებას ქაბულში დიპლომატიურ ყოფნასთან დაკაშირებით.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ ლე დრიანმა „თალიბანი“ სიცრუეში ამხილა და განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ ექნება არავითარი ურთიერთობა ავღანეთის ახალ მთავრობასთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო