კახა ქემოკლიძე - პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თუ დადასტურდა, რომ მოსმენები უკანონოდ ხორციელდებოდა - წარმოუდგენელი დანაშაულია

პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა აიღოს თუ დადასტურდა, რომ ეს მოსმენები ხორციელდებოდა უკანონოდ - წარმოუდგენელი დანაშაულია თუკი მსგავსი ტიპის მოსმენები ხორციელდებოდა, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ საქმის გამჭვირვალე გამოძიებაზე.

„თუ დადასტურდა, რომ ეს მოსმენები იყო არასანქცირებული, რისი ვალიდური ეჭვიც გაგვაჩნია, მაშინ, რა თქმა უნდა, სამართლებრივად ეს არის კატასტროფა, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ჩემთვის როგორც უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ოფიცრისთვის, რომელსაც მეძვირფასება ეს სამსახური - ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი.

ჩემი აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისევე, როგორც მთლიანად სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ საქმის არამარტო სამართლიან, არამედ გამჭვირვალე გამოძიებაზე. ჩემი აზრით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა აიღოს თუ დადასტურდა, რომ ეს მოსმენები ხორციელდებოდა უკანონოდ. წარმოუდგენელი დანაშაულია თუკი მსგავსი ტიპის მოსმენები ხორციელდებოდა“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს „იმედის“ ეთერში ე.წ. ექსპერტებმა სამი ადამიანის, მათ შორის, მისი გვარიც დაასახელეს, რომ თითქოს სუს-იდან მასალები მათ გამოიტანეს. კახა ქემოკლიძემ მიმართა აღნიშნულ ექსპერტებს, რომ პირი გამოირეცხონ, როდესაც მათ გვარებს ახსენებენ.

მისი შეფასებით, ეს გადაბრალების მცდელობაა.

„ბევრი რამის ბრალდება შეგვიძლია გავაჟღეროთ უსაფრთხოების სამსახურის მისამართით. მე პრობლემას ვხედავ იმაში, რომ არაკომპეტენტურობით, პოლიტიკური ხელმძღვანელობის უცოდინრობით, არაგამბედაობით, პარტიასთან აფილირებით - ეს ადამიანები ვერ ახერხებენ, რომ სისტემა გადააზღვიონ გარკვეულწილად მსგავსი ტიპის ბრალდებებისგან. როდესაც მსგავსი ტიპის ბრალდება ისმის პირველი რა უნდა გააკეთოს იცით სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა? უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ასე არ არის აი, არგუმენტი „ა“, არბუმენტი „ბ“ და არგუმენტი „გ“ და დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს. დღეს ორი განცხადება ვნახე ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები, ე.წ. ექსპერტები, რომლებიც პირდაპირპროპორციულად, ფაქტობრივად სააგიტაციო ორკესტრირებული მანქანაა პარტიის ხელში, ეს ადამიანები ბედავენ და ამ მასალებთან დაკავშირებით, სამ გვარს ასახელებენ - ერთ-ერთს, მათ შორის, ჩემს გვარს. მე მინდა თქვენი ეთერით ამ ადამიანებს და იმ პარტიაში, რომ სხედან ე.წ. ლიდერებს ვუთხრა, რომ პირი გამოირეცხონ, როდესაც ჩემს და იმ ორი ადამიანის გვარს ასახელებენ. ისინი არიან ღირსეული ოფიცრები, ჩვენი გუნდის წევრები, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში ამ სახელმწიფოს ინტერესებზე მუშაობენ მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, ისევე როგორც მე და მათგან განსხვავებით შუბლის ძარღვი და ღირსება არასდროს დაგვიკარგია, რომ პარტიის და პირადი ინტერესების გამო რაღაც დივიდენდები მიგვეღო პოლიტიკურ კონტექსტში. პირი გამოირეცხონ როდესაც ჩვენს გვარებს ახსენებენ. ახლა იმის გამო, რომ გადააბრალონ ვიღაცებს, ეძებენ ვის შეიძლება გადააბრალონ ეს საკითხი და ყველაზე მომგებიანი არის, რომ უი, ეს ხალხი უსაფრთხოების სამსახურში გარკვეულწილად მუშაობდნენ და მოდი ამათ დავაბრალოთ - ეს არის სხვა კი არაფერი, ამიტომ პირი გამოირეცხონ, როდესაც ამ სამ გვარს ახსენებენ“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა