ავღანეთში ათასობით ადამიანმა „თალიბების“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში „თალიბების“ წინააღმდეგ ათასობით ადამიანმა პროტესტი გამოხატა.

დემონსტრანტები გუბერნატორის სახლის წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც დაახლოებით 3 000 ოჯახს ერთ-ერთი დასახლების დატოვება მოსთხოვეს.

ტერიტორია, ძირითადად, პენსიაზე გასული არმიის გენერლებისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სხვა წევრების ოჯახებითაა დასახლებული.

ოჯახებს, რომელთა ნაწილი აღნიშნულ დასახლებაში 30 წელზე მეტია ცხოვრობს, ტერიტორიის დასატოვებლად სამი დღის ვადა მისცეს.

ცნობისათვის, „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული ერთი თვის წინ აიღო და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. „თალიბები“ ირწმუნებიან, რომ ავღანეთში ადამიანის უფლებები, მათ შორის ყოფილი მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების წევრებისა და ქალების უფლებები, დაცული იქნება. ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტიმ განაცხადა, რომ „თალიბების“ მიერ აღებული ვალდებულებები არ ემთხვევა რეალობას. მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ქალები თანდათან გამოირიცხნენ საზოგადოებრივი ასპარეზიდან, „თალიბანმა“ ასევე დაარღვია პირობა, რომ წინა მთავრობასთან დაკავშირებული ყოფილი საჯარო მოხელეებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის ამნისტიას გამოაცხადებდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ავღანეთში ათასობით ადამიანმა „თალიბების“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში „თალიბების“ წინააღმდეგ ათასობით ადამიანმა პროტესტი გამოხატა.

დემონსტრანტები გუბერნატორის სახლის წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც დაახლოებით 3 000 ოჯახს ერთ-ერთი დასახლების დატოვება მოსთხოვეს.

ტერიტორია, ძირითადად, პენსიაზე გასული არმიის გენერლებისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სხვა წევრების ოჯახებითაა დასახლებული.

ოჯახებს, რომელთა ნაწილი აღნიშნულ დასახლებაში 30 წელზე მეტია ცხოვრობს, ტერიტორიის დასატოვებლად სამი დღის ვადა მისცეს.

ცნობისათვის, „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული ერთი თვის წინ აიღო და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. „თალიბები“ ირწმუნებიან, რომ ავღანეთში ადამიანის უფლებები, მათ შორის ყოფილი მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების წევრებისა და ქალების უფლებები, დაცული იქნება. ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტიმ განაცხადა, რომ „თალიბების“ მიერ აღებული ვალდებულებები არ ემთხვევა რეალობას. მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ქალები თანდათან გამოირიცხნენ საზოგადოებრივი ასპარეზიდან, „თალიბანმა“ ასევე დაარღვია პირობა, რომ წინა მთავრობასთან დაკავშირებული ყოფილი საჯარო მოხელეებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის ამნისტიას გამოაცხადებდა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო