აშშ-ში ფედერალური უწყებების თანამშრომლებს ვაქცინაციის ჩასატარებლად ვადა 22 ნოემბრამდე მისცეს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ფედერალური უწყებების თანამშრომლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 22 ნოემბრამდე უნდა ჩაიტარონ.

„უწყებებმა უნდა იმოქმედონ სწრაფად, რათა მათი თანამშრომლები სრულად აიცრან რაც შეიძლება სწრაფად, არა უგვიანეს 22 ნოემბრისა,“- აღნიშნულია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ფედერალური უწყებებისთვის გამოქვეყნებულ მითითებაში.

აშშ-ში „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ ჰოსპიტალიაციისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდის გამო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ვაქცინებთან დაკავშირებით პოზიცია გაამკაცრა, რადგან, მათი განმარტებით, ეკონომიკის დაცვისა და პანდემიის დასრულების საუკეთესო საშუალება მოსახლეობის ვაქცინაციაა.

ბოლო მონაცემებით, შეერთებულმა შტატებმა ვაქცინებია 381 453 265 დოზა გამოიყენა. ვაქცინის მინიმუმ ერთო დოზა 209 982 936 ადამიანმა მიიღო, სრულად ვაქცინირებული კი - 179 289 983 მოქალაქეა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
აშშ-ში ფედერალური უწყებების თანამშრომლებს ვაქცინაციის ჩასატარებლად ვადა 22 ნოემბრამდე მისცეს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ფედერალური უწყებების თანამშრომლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 22 ნოემბრამდე უნდა ჩაიტარონ.

„უწყებებმა უნდა იმოქმედონ სწრაფად, რათა მათი თანამშრომლები სრულად აიცრან რაც შეიძლება სწრაფად, არა უგვიანეს 22 ნოემბრისა,“- აღნიშნულია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ფედერალური უწყებებისთვის გამოქვეყნებულ მითითებაში.

აშშ-ში „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ ჰოსპიტალიაციისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდის გამო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ვაქცინებთან დაკავშირებით პოზიცია გაამკაცრა, რადგან, მათი განმარტებით, ეკონომიკის დაცვისა და პანდემიის დასრულების საუკეთესო საშუალება მოსახლეობის ვაქცინაციაა.

ბოლო მონაცემებით, შეერთებულმა შტატებმა ვაქცინებია 381 453 265 დოზა გამოიყენა. ვაქცინის მინიმუმ ერთო დოზა 209 982 936 ადამიანმა მიიღო, სრულად ვაქცინირებული კი - 179 289 983 მოქალაქეა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში