ჟოზეფ ბორელი - რუსეთის პროვოკაციული ქმედებების სია გრძელია და ის აგრძელებს ესკალაციის დინამიკის კვებას

მსურს, ვიფიქრო განახლებულ პარტნიორობაზე რუსეთთან, მაგრამ დღეს ეს შორეული პერსპექტივაა. დღევანდელ ვითარებაში, რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის სრული პოტენციალის გამოყენება ჩვენი რადარის ეკრანზე არ ჩანს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მთავრობის მიზანმიმართულმა პოლიტიკურმა არჩევანმა ურთიერთობებში ნეგატიური სპირალი შექმნა.

„ვფიქრობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მთავრობის მიზანმიმართულმა პოლიტიკურმა არჩევანმა ნეგატიური სპირალი შექმნა ჩვენს ურთიერთობებში. რუსეთის პროვოკაციული ქმედებების სია გრძელია და ის აგრძელებს ესკალაციის დინამიკის კვებას,“- აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ საუკეთესო იარაღია ერთობა.

„ჩვენი ერთობა უნდა იყოს ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი რუსეთთან ურთიერთობაში. აშკარაა, რომ რუსეთს სურს ჩვენი გაყოფა. ისინი გარკვევით ამბობენ, რომ არ აინტერესებთ ევროკავშირი და ურჩევნიათ თავი აარიდონ მას. მათ სურთ პირდაპირ წევრ ქვეყნებთან საუბარი და არა ყველასთან ერთად. მხოლოდ მათთან, ვინც მნიშვნელოვანია. დიახ, რუსეთს სურს ჩვენი გაყოფა და ჩვენი გაყოფის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის, რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა, რაც დამიჯერეთ, ყოველთვის ადვილი არ არის,”- აღნიშნა ბორელმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი რჩება ევროკავშირის უმსხვილეს მეზობლად და მნიშვნელოვან გლობალურ მოთამაშედ, ის არ გაქრება და ერთ ღამეშიც არ შეიცვლება.

„ჩვენ უნდა შევისწავლოთ გზა, რომელიც არსებული დინამიკის ნაკლებად კონფლიქტური, უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობებით თანდათანობით შეცვლაში დაგვეხმარება,“ – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა