ჰელმანდის “თალიბი” გუბერნატორი დასავლეთს - აღიარეთ „თალიბანი“ და დაბრუნდით ფულით და არა იარაღით

ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში „თალიბანის“ მიერ დანიშნული გუბერნატორი, თალიბ მავლავი, დასავლეთის ქვეყნებს „თალიბანის“ აღიარებისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„აღიარეთ „თალიბები“, როგორც ავღანეთის ლეგიტიმური ლიდერები და შემდეგ დაბრუნდით ფულით და არა იარაღებით. შეგიძლიათ ჩვენი გულები მოიგოთ, თუკი ამ მთავრობას აღიარებთ,“ - აცხადებს თალიბ მავლავი.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ავღანეთს უნდა დაეხმაროს.

„უცხო ქვეყნები შემოიჭრნენ და დახოცეს ჩვენი ქალები, ბავშვები და მოხუცები და გაანადგურეს ყველაფერი. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დაგვეხმაროს ჰუმანიტარული დახმარებით და განათლების, ბიზნესისა და ვაჭრობის განვითარებაზე ორიენტირებით,“- აღნიშნა ჰელმანდის „თალიბმა“ გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ 15 აგვისტოს „თალიბებმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა