კალიფორნიაში გამართული კენჭისყრის შედეგების თანახმად, გუბერნატორი გევინ ნიუსომი თანამდებობას შეინარჩუნებს

კალიფორნიაში გამართული კენჭისყრის წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩევლების უმრავლესობა „დემოკრატი“ გუბერნატორის, გევინ ნიუსომის თანამდებობაზე დარჩენას უჭერს მხარს.

კერძოდ, სპეციალურ არჩევნებში ამომრჩევლების 67%-მა უპასუხა, რომ გევინ ნიუსომი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, 33 %-მა კი მის გაწვევას დაუჭირა მხარი.

„მადლობელი ვარ მილიონობით კალიფორნიელის, რომელმაც ხმის მიცემის ფუნდამენტური უფლება გამოიყენა,“ - განაცხადა ნიუსომმა.

ცნობისათვის, გევინ ნიუსომის თანამდებობიდან გაწვევის კამპანია „რესპუბლიკელებმა“ დაიწყეს. ისინი ნიუსომს მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ლიბერალური პოლიტიკის გატარებაში და კოვიდ 19-ის პანდემიისა და კრიმინალის წინააღმდეგ არასათანადო ბრძოლაში ადანაშაულებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა