ჰაიტის პრემიერს, პრეზიდენტის მკვლელობაში შესაძლო თანამონაწილეობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების გამო, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა

ჰაიტის პრემიერ-მინისტრს, არიელ ჰენრის, ქვეყნის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოისეს მკვლელობაში მის შესაძლო თანამონაწილეობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების გამო, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.

BBC-ის ინფორმაციით, ჰაიტის პროკურატურა პრემიერისთვის ბრალდების წაყენებას გეგმავს. მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთან, ჯოზეფ ფელიქს ბადიოსთან კავშირის გამო არიელ ჰენრის ახსნა-განმარტებას სთხოვენ. ჰაიტის პროკურატურის ინფორმაციით, არსებობს ჩანაწერები, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში პრემიერი ჯოზეფ ფელიქს ბადიოს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა.

ორი დღის წინ პრემიერმა მთავარი პროკურორი ბედ-ფორდ კლოდი "სერიოზულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში" დაადანაშაულა და თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ განაცხადა, თუმცა კლოდი თანამდებობაზე რჩება. გუშინ მან მოსამართლეს პრემიერ -მინისტრისათვის პრეზიდენტის მკვლელობაში შესაძლო მონაწილეობის გამო ბრალის წაყენება სთხოვა. BBC სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პროკურორის გადაყენება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაში არ შედის. შეგახსენებთ, ჰაიტის პრეზიდენტს ჟოვენელ მოისეს 7 ივლისს საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ და მოკლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა