ბრიტანეთში ჩინეთის ელჩს პარლამენტში არ უშვებენ

ბრიტანეთში ჩინეთის ელჩს ჟენ ზეჰუანს პარლამენტის შენობაში შესვლას და დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრებას უკრძალავენ. მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერმა ლინდსი ჰოილმა განაცხადა, რომ ჩინეთის ელჩის პარლამენტში მისვლა მიზანშეწონილი არ არის იმ ფონზე, როდესაც ჩინეთმა შვიდი ბრიტანელი პარლამენტარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

ჩინეთის ელჩი დღეს საპარლამენტო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა და სიტყვით გამოსულიყო.

ჩინეთმა შვიდ ბრიტანელ კანონმდებელს სანქციები მარტში დაუწესა იმის გამო, რომ მათ პეკინი სინძიანის პროვინციაში უიღურების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა