რუსეთში კორონავირუსის 18 841 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 792 ადამიანი

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 18 841 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 792 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 7 194 926 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 195 041 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 6.4 მილიონზე მეტი პაციენტი.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა