გიგი წერეთელი - „ქართული ოცნება“ შორდება ევროკავშირს და ნელ-ნელა უახლოვდება რუსეთის მოკავშირეობას

„ქართული ოცნება“ შორდება ევროკავშირს და ნელ-ნელა უახლოვდება რუსეთის მოკავშირეობას, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ანდრიუს კუბილიუსის განაცხადებას.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, ანრეი კუბილიუსის განცხადება ძალიან მკაცრი იყო.

„ეს არის ძალიან მკაცრი, ძალიან გადაჭრით ნათქვამი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ეს ასე არ იქნება „ქართული ოცნება“ საბოლოოდ გაწყვეტს კავშირს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და დარჩება ერთი გზა, რომლისკენაც ნელ-ნელა მიდის კიდეც ეს არის, რომ გახდეს რუსეთის მოკავშირე“, - აღნიშნავს გიგი წერეთელი.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ეთერში ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, ისინი ზეწოლას მოახდენენ, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა