ამერიკის არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ, დათხოვნა ემუქრებათ

ამერიკის არმიის ჯარისკაცები, რომლებიც უარს იტყვიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, შესაძლოა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისგან დროებით გაათავისუფლონ ან დაითხოვონ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის არმიაში განაცხადეს.

„ჯარისკაცები, რომლებიც ვაქცინაზე უარს იტყვიან, პირველ რიგში კონსულტაციას გაივლიან მეთაურებთან და სამედიცინო პროვაიდერებთან, თუმცა უარის გაგრძელების შემთხვევაში ადმინისტრაციული ან არასასამართლო წესით გამოყენებადი სასჯელი შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის მოვალეობის შესრულებისგან დროებით გათავისუფლება ან დათხოვნა. ეს, ფაქტობრივად, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მათი ოჯახებისა და იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“, - განაცხადა აშშ-ის არმიის ექიმმა, გენერალმა რაიმონდ სკოტ დინგლმა.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ აგვისტოში „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა, რის შემდეგაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდო სტინმა გამოსცა ბრძანება, რომ ყველა მოქმედი სამხედრო უნდა აიცრას.

აშშ-ის არმიაში აცხადებენ, რომ ამ ბრძანების შესრულება აგვისტოს ბოლოდან დაიწყეს. მათი განმარტებით, ჯარისკაცებს შეუძლიათ მოითხოვონ გამონაკლისის დაშვება ლეგიტიმური სამედიცინო, რელიგიური ან ადმინისტრაციული მიზეზების საფუძველზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო